Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი XIX საფაკულტეტო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის  16-17 ივნისს გამართავს პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილ XIX საფაკულტეტო ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას. 

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2025 წლის 13 მაისამდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: conference.hum@tsu.ge

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;

ფორმატი — A4

შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.

თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ბოლოს — საკვანძო სიტყვები.

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.